შაორის წყალსაცავზე, მეშახტეებს შორის სპორტული თევზაობის შეჯიბრი გაიმართა.
"საქნახშირის" ადმინისტრაციის ინიციატივით, სპორტული თევზაობის შეჯიბრი ტრადიციად იქცა და უკვე მეოთხე წელია იმართება. კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მეშახტეებს ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი შეუერთდა და შეჯიბრში სიმბოლურად ჩაერთო.
თევზაობა დილის 6 საათზე დაიწყო და 5 საათი გრძელდებოდა.
ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი - როინ კაკოიშვილი (10.183 კგ.)
II ადგილი - მამუკა მანაგაძე (9.452 კგ.)
III ადგილი - გოგი სეფერთელაძე (9.300 კგ.)
IV ადგილი - ავთანდილ ბრეგაძე (7.901 კგ.)
„საქნახშირის“ ადმინისტრაციამ გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადასცა.