ქუთაისში ახალი სასტუმრო "გელათი რეზიდენსი" გაიხსნა. სასტუმროში 32 ნომერია განთავსებული. ახალ ობიექტზე 30-მდე ადგილობრივი დასაქმდა.
"ტურისტული ნაკადის ზრდისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით კერძო სექტორის რიცხვი ბაზარზე იზრდება.
ქუთაისში რეგისტრირებულ სასტუმროებს კიდევ ერთი შეემატა. დღეს ოფიციალურად გაიხსნა სასტუმრო "გელათი რეზიდენსი”. აღნიშნულ სასტუმროში 32 ნომერია განთავსებული.
სასტუმრო ორიენტირებულია მომსახურების მაღალ ხარისხზე, მომხმარებლის კომფორტზე და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფაზე.
ბოლო წლების განმავლობაში, ტურიზმი დინამიურად ვითარდება საქართველოში და შესაბამისად წლიდან წლამდე იზრდება განთავსების საშუალებების რაოდენობა. მომსახურების ხარისხი კი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქართული სასტუმრო ბიზნესისთვის,"-აცხადებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.