ლენტეხის ოლიმპიური მომზადების ცენტრმა დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალს უმასპინძლა

ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადების ცენტრმა დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალს უმასპინძლა.
ერთმანეთს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რაიონიდან ჩამოსული 18 გუნდი დაუპირისპირდა.
ახალგაზრდა მორაგბეებმა თავიანთი შეუპოვრობით, გუნდურობითა და სიყვარულით სპორტისადმი კიდევ, ერთხელ დაადასტურეს, რომ ქართული რაგბის მომავალი წარმატებული იქნება.
ოლეგ ლიპარტელიანი იყო საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტანი, მრავალგზის ჩემპიონი რაგბსა და ლელობურთში. ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. მეოცე საუკუნის საუკეთესო რაგბისტად აღიარებული.
დასავლეთ საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი და
ღირსების ორდენის კავალერი.
ოლეგ ლიპარტელიანის ღვაწლი არა მხოლოდ სპორტულ ასპარეზზე, არამედ ახალგაზრდობის აღზრდასა და რაგბის პოპულარიზაციაში ფასდაუდებელია.
ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორ შეიძლება სპორტმა გააერთიანოს თაობები, გააღვივოს პატივისცემა წარსულის გმირების მიმართ და ერთიანობაში გაზარდოს მომავალი ჩემპიონები.