ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ პოზიციაზე სოფიო ბოჭორიშვილი დაინიშნა.
"სოფიო პროფესიით ქორეოგრაფია. 2004 წელს დაამთავრა თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი-ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობით. სოფიო ბოჭორიშვილს აქვს კულტურის სფეროში მუშაობის თითქმის ოცწლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს სამუსიკო სკოლის კლასიკური და ქართული ცეკვების ქორეოგრაფად. ახალი ხელმძღვანელი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომლებს, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა,"-აცხადებენ ცენტრში.