რეკლამა

ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე ოლიმპიადის ნახევარფინალშია.

ილია სულამანიძე (100 კგ) სადებიუტო ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს.  მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი -  იაპონელი აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ილია სულამანიძემ პირველ შეხვედრაში იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია. 

23 წლის ილია სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია. პირველი მედალი საქართველომ 30 ივლისს მოიპოვა -  ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები