რეკლამა

ბაღდათში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მამა და სამი შვილი დღეს დაკრძალეს

ბაღდათში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მამა და სამი შვილი დღეს დაკრძალეს

გლოვის დღე ბაღდათში. სტიქიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის ოთხი წევრი-მამა და სამი შვილი დღეს დაკრძალეს. დაღუპულები ბაღდათის საკათედრო ტაძრიდან გაამოასვენეს, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

ბაღდათში, სოფელ ნერგეთში სტიქიურ უბედურებას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი გუშინ დაკრძალეს. 7 თებერვლის ღამეს, სოფელში მთიდან წამოსულმა მეწყერმა 4 საცხოვრებელი სახლი მიწაში ჩაიტანა.

რაც შეეხება ვითარებას, სტიქიის ეპიცენტრში გზა უკვე გაწმენდილია. აღდგენილია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. აღდგა ტრანსპორტის გადაადგილებაც კურორტ საირმისკენ მიმავალ გზაზე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები