TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონის სოფელ როდინაულში ახალი სკოლა შენდება

ზესტაფონის სოფელ როდინაულში ახალი სკოლა შენდება

ზესტაფონის სოფელ როდინაულში ახალი სკოლა შენდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ როდინაულში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში ახალ საჯარო სკოლაში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი. სკოლა გათვლილია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურით 120 მოსწავლე ისარგებლებს. სკოლის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu