TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათის სოფელში სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ბაღდათის სოფელში სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ბაღდათის სოფელში სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ  პირველ ობჩაში, სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო ექსპლუატაციაში შევიდა. 

აღნიშნული საწარმო, რომელიც შ.პ.ს. "ახალი ზეკარი"-ს სახელწოდებით ფუნქციონირებს, ჩირის, წვენისა და ღვინის წარმოებაზე არის ორიენტირებული.

"საწარმოს ფუნქციონირება, როგორც სოფელ ობჩისთვის, ასევე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა და შესაბამისად დაიწყო სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების რეალიზაცია.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო, სოფელ პირველ ობჩაში სახელმწიფოს მხარდაჭერით შეღავათიანი აგროკრედიტით აშენდა,"-აცხადებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu