TOPNEWS » მთავარი თემა » საჩხერეში იმერეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
საჩხერეში იმერეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
საჩხერეში იმერეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
DMO იმერეთის (იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია) მიერ ინფო ტურის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმში შედგა.
გიდებმა დიდი მგოსნის მუზეუმი დაათვალიერეს, ხოლო საჯარო ლექცია - "მე-19 საუკუნე, აკაკი წერეთელი ქართული ხელოვნების კვალდაკვალ" - ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ ჩაატარა.
“ჩემი, როგორც ხელმძღვანელი პირის, ერთ-ერთი პრიორიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გაზრდაა. აღნიშნული ინფო ტურიც სწორედ ამ სფეროს ხელშეწყობას ემსახურება,”-ამბობს საჩხერის მერი ლევან ივანაშვილი.

















