რეკლამა

კომპანია, რომელიც დასავლეთ საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია

კომპანია, რომელიც დასავლეთ საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია

კომ­პა­ნია „კო­რი­დას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2023 წელს ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებ­ზე მო­თხოვ­ნა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და, მიმ­დი­ნა­რე წელს კი აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მის კი­დევ უფრო ზრდის ტენ­დენ­ცია და­ფიქ­სირ­დე­ბა.

რო­გორც „კო­რი­დას“ დი­რექ­ტო­რი რეზო ნარ­მა­ნია გან­მარ­ტავს, სა­შუ­ა­ლოდ, ყო­ველ­წლი­უ­რი მა­ტე­ბა 8%-ია, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­დე­გი ქონ­დათ გა­სულ წელს, სა­დაც 10%-იანი მა­ტე­ბა და­ფიქ­სირ­და. სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის ფარ­გლებ­ში კი და­გეგ­მი­ლია, რომ 2024წელს, წარ­მო­ე­ბა კი­დევ უფრო მე­ტად გა­ი­ზარ­დოს.

„ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის ფასი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნია და მრა­ვალ­ფე­რო­ვან სეგ­მენტს მო­ი­ცავს. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ძა­ლი­ან დი­დია იმ სეგ­მენ­ტის მო­ცუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია შე­და­რე­ბით და­ბალ ფას­ზე და ამა­ვე დროს, სჭირ­დე­ბა პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ხა­რის­ხი­ა­ნია და ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რებს. „კო­რი­დას“ პრო­დუქ­ცია სწო­რედ ასე­თია. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში, ფასი ნდო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი არ არის. იგი ყა­ლიბ­დე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, იმის მი­ხედ­ვით, თუ რამ­დე­ნად თან­მიმ­დევ­რუ­ლია ბრენ­დი. ამი­ტომ ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებს ვპირ­დე­ბით, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე მო­პო­ვე­ბულ ნდო­ბას არ გა­ვუც­რუ­ებთ“, - გან­მარ­ტა რეზო ნარ­მა­ნი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ის სა­წარ­მო ქა­ლაქ ფოთ­შია და ჯამ­ში 400-ზე მეტ ად­გი­ლობ­რივს ასაქ­მებს. ამას­თან, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, სა­მეგ­რე­ლო­სა და გუ­რი­ა­ში - დის­ტრი­ბუ­ცი­ას მთლი­ა­ნად „კო­რი­და“ უზ­რუნ­ველ­ყოფს, შე­სა­ბა­მი­სად, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია. თუმ­ცა, „კო­რი­დას“ პრო­დუქ­ცია მხო­ლოდ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის პო­პუ­ლა­რუ­ლი. მას­ზე მო­თხოვ­ნა მუდ­მი­ვად მზარ­დია და პრო­დუქ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

„კო­რი­და“ იმ კომ­პა­ნი­ებს შო­რი­საა, რო­მელ­საც მრა­ვა­ლი წე­ლია და­ნერ­გი­ლი აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ISO 9001; ISO 22000 სტან­დარ­ტე­ბი, НАССР სის­ტე­მა, რაც კომ­პა­ნი­ის ნდო­ბის, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის და ეფექ­ტურ მარ­თვის სის­ტე­მე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რან­ტი­აა. წარ­მო­ე­ბი­სა და დის­ტრი­ბუ­ცი­ის პრო­ცეს­ში წარ­მო­ე­ბი­სა და მი­წო­დე­ბის თი­თო­ე­ულ კომ­პო­ნენტს ვუ­წევთ მო­ნი­ტო­რინგს. რაც შე­ე­ხე­ბა ნედ­ლე­უ­ლის შერ­ჩე­ვი­სა და კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზმს, თავ­და­პირ­ვე­ლად ნედ­ლე­უ­ლი გა­დის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ შე­მოწ­მე­ბას, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ წამ­ყვან კომ­პა­ნი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი ნედ­ლე­უ­ლით ამა­რა­გე­ბენ ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ბა­ზარს“, - გან­მარ­ტა კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა.

რეზო ნარ­მა­ნია აღ­ნიშ­ნავს, რომ 2024 წლი­დან ასორ­ტი­მენ­ტის ზრდა იგეგ­მე­ბა და უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, შე­მოდ­გო­მის სე­ზო­ნი­დან ბა­ზარ­ზე „კო­რი­დას“ ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა.

„კო­რი­და“ 2007 წელს ფოთ­ში და­არ­სდა. სა­წარ­მო ყო­ფი­ლი თევ­ზის ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს. კომ­პა­ნი­ამ ქარ­ხნის თით­ქმის სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბა აღად­გი­ნა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვა.

ამ­ჟა­მად კო­რი­და 40-მდე და­სა­ხე­ლე­ბის ხორ­ცპ­რო­დუქტს აწარ­მო­ებს. მომ­ხა­რებ­ლის მხრი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტე­ბია: სო­სი­სი „ივე­რია“, ძეხ­ვე­ბი „მო­ნა­დი­რუ­ლი“, „სერ­ვე­ლა­ტი“ და „სა­ე­ქი­მო“. გა­ყიდ­ვე­ბის 30% სწო­რედ ამ პრო­დუქ­ტებ­ზე მო­დის.


ტეგები:

Facebook - კომენტარები