იტვირთება

"შოვი აღარ არსებობს,"-რას ყვებიან სტიქიას გადარჩენილი მოქალაქეები?

"შოვი აღარ არსებობს,"-რას ყვებიან სტიქიას გადარჩენილი მოქალაქეები?

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა დილიდან, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განაახლა. ევაკუირებულ მოქალაქეებს შორის არიან როგორც ზრდასრულები, ისე ბავშვები. 

სტიქიას გადარჩენილი მოქალაქეები ყვებიან, რომ მოულოდნელად იყო საშინელი ხმაური, დაინახეს როგორ მოდიოდა მიწის დიდი მასა. ამბობენ, რომ დიდი იყო ყურადღება მაშველების მიმართ. როგორც სტიქიას გადარჩენილები ყვებიან, მაშველებმა და მესაზღვრეებმა ისინი უსაფრთხო ადგილას მოათავსეს, ასევე, მოხდა მათი უზრუნველყოფა საკვები პროდუქტებით და წყლით. 

სტიქიის ზონიდან დაბრუნებული მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ შოვი აღარ არსებობს და მის ადგილას ტალახის დიდი გროვაა. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები