ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გაცნობას. სააგენტო ამჯერად ბაღდათის მერის, კახა ენუქიძის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ.
დეკლარაციის მიხედვით, კახა ენუქიძე შვილთან, ელენე ენუქიძესთან ერთად ფლობს ბინას თბილისში, რომელიც 2017 წელს, 70 000 დოლარად შეიძინა.
დოკუმენტის მიხედვით, მერის სახელზე სხვა, უძრავ-მოძრავი ქონება არ ირიცხება.