რეკლამა

ველომარათონი ბაღდათში-რა ელლდებათ ველოსპორტის მოყვარულებს?

ველომარათონი ბაღდათში-რა ელლდებათ ველოსპორტის მოყვარულებს?

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტარტი ყოველწლიურმა ველოფესტივალმა აიღო.

70-ზე მეტი მონაწილე სამი დღის განმავლობაში როდოპოლისის ციხიდან აჯამეთის ტყეს, ბერიეთის მონასტერს, ეიფელის ხიდს, სოფელ ხანს, ზეკარის უღელტეხილს, ქვასაყდარას, საირმეს გაივლიან და 30 ივლისს ქალაქ ბაღდათში დაბრუნდებიან, სადაც ფინიში განთავსდება. 

"სამი დღის განმავლობაში, მონაწილეებს ელოდებათ  დაუვიწყარი  და მრავალფეროვანი თავგადასავალი. 
ველო გადაადგილების პარალელურად, მათ შეეძლებათ დატკბნენ ულამაზესი ბუნებით, მოიპოვონ ქულები დამატებითი თამაშებით და გაიმარჯვონ.

ქულების დაგროვება გზის განმავლობაში შესაძლებელია როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად. 

ხანსა და ქვასაყდარაზე მონაწილეებისთვის მოეწყობა კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით. 

ველო ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება ქალაქ ბაღდათში კვირას, 30 ივლისს 17:00 საათზე გაიმართება, სადაც მონაწილეების დაჯილდოებასთან ერთად, ადგილობრივი მეღვინეების ღვინის  და რეწვითი ნამუშევრების ბაზრობა გაიმართება. საღამოს დაასრულებს  ბენდ "ალუბალი“-ის კონცერტი,"-აცხადებენ ბაღდათის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები