TOPNEWS » მთავარი თემა » ცნობილია მომღერლები, რომლებიც "ქუთაისქალაქობაზე" იმღერებენ
ცნობილია მომღერლები, რომლებიც "ქუთაისქალაქობაზე" იმღერებენ
ცნობილია იმ მომღერლების სია, რომლებიც 2 მაისს ქუთაისში, "ქუთაისქალაქობის" დღესასწაულზე იმღერებენ.
კონცერტში მონაწილეობას ელისაბედ ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, სალომე ბაკურაძე, ჯგუფი "New vison”, ანსამბლი "შვიდკაცა“, ანსამბლი "ალილო“, ანსამბლი "ქართული ხმები“, ანსამბლი "ტრიო სამანი“ და "თეატრალურის კვარტეტი" მიიღებენ.
ცნობისთვის, ქუთაისის მერია "ქუთაისქალაქობის" იგივე "გვირილობის" პროგრამაზე მუშაობს. როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, პროგრამა მასშტაბური იქნება.





