TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის მერიაში ისრაელის ელჩს საქართველოში ვალიდ აბუ ჰაიას უმასპინძლეს
ქუთაისის მერიაში ისრაელის ელჩს საქართველოში ვალიდ აბუ ჰაიას უმასპინძლეს
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია ისრაელის ელჩს საქართველოში ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდნენ. ისრაელის ელჩი ქუთაისში გაცნობითი სახის შეხვედრებს მართავს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ-ებრაული ურთიერთობების საუკეთესო ტრადიციებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის ელჩს სტუმრობისთვის და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.





