ქუთაისში, საგამოფენო დარბაზმა "ვარლა"-მ ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოფენას უმასპინძლა. ცენტრის სამხატვრო სკოლის ნიჭიერმა ახალგაზრდა მხატვრებმა თავიანთი შემოქმედება კიდევ ერთხელ წარადგინეს.
"ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლა ეს არის სივრცე, სადაც ბავშვებს ეხმარებიან აღმოაჩინოს, განავითაროს მისი ნიჭი და ირწმუნოს მისი შესაძლებლობების. ცენტრის მოსწავლეები განებივრებული არიან საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოფენებში მონაწილეობით. მინდა რეკომენდაციო გავუწიო სამხატვრო სკოლას, მის პროფესონალ გუნდს.ყველა მშობელს, ვისაც მისი შვილის ხატვის უნარის განვითარება სურს, ვურჩევ შვილი ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლას ანდოს,"-ამბობს მშობელი ლელა გუმბერიძე.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 579595838