TOPNEWS » მთავარი თემა » 11 ნოემბერს ხარაგაული სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს

11 ნოემბერს ხარაგაული სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს

11 ნოემბერს ხარაგაული სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს

11 ნოემბერს, ხარაგაულში მუნიციპალიტეტის მთავარი სახალხო დღესასწაული „ხარაგაულობა“ გაიმართება.

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი სადღესასწაულო სივრცეები, საინტერესო პროგრამა და განსაკუთრებული გარემო დახვდებათ, რაც თითოეულ მათგანს დაუვიწყარ ემოციებს შეუქმნის.

„გეპატიჟებით ყველას, ვისაც გიყვართ ხარაგაული და გსურთ, ჩვენი მუნიციპალიტეტის მთავარი სახალხო დღესასწაული ერთად აღვნიშნოთ. სტუმრებს ტრადიციულად მრავალფეროვანი, სადღესასწაულო სივრცეები და საინტერესო პროგრამა დახვდებათ. ველოდებით საპატიო სტუმრებს, ხარაგაულელებსა და მათ, ვისთვისაც ჩვენი მხარე ძვირფასია. დარწმუნებული ვარ, თითოეული სტუმარი იპოვის მისთვის საინტერესო გარემოს და ეს დღე განსაკუთრებული ემოციებითა და დაუვიწყარი მოგონებებით დაგვამახსოვრდება. გელოდებით ხარაგაულში“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

სტუმრების დახვედრა დევების შემოსასვლელთან დაიწყება, საზეიმო ღონისძიებები კი ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში გაგრძელდება. ადგილზე მოეწყობა ისტორიული მუზეუმის ფოტოექსპოზიცია „ხარაგაული საუკუნის ინტერვალით“, საგამოფენო და თეატრალიზებული სივრცეები, ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრისა და ტურიზმის კუთხეები, ასევე საბავშვო-გასართობი და სპორტული ზონები. დამთვალიერებლებისთვის მოეწყობა სეზონური ნობათით და ბუნებრივი მასალებით გაფორმებული ფოტოზონები, პარალელურად კი სტუმრებს მუნიციპალიტეტის სოფლების საშემოდგომო ნობათის დათვალიერებისა და დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ.

დღესასწაულის მუსიკალურ გაფორმებას ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები უზრუნველყოფენ. კონცერტი  „ხარაგაულის ხმების“, ხარაგაულის კვარტეტის, ანსამბლების, „ოდილას“, „საუნჯეს“, „უბისის“, „მთიელის“, ასევე სამუსიკო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის ფარგლებში ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება, "ხარაგაულობა“ კი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu