რეკლამა

იმერეთში, მეწყერის გამო, 35 ოჯახი უსაფთხო ადგილას გადაიყვანეს

იმერეთში, მეწყერის გამო, 35 ოჯახი უსაფთხო ადგილას გადაიყვანეს

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერმა 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მძიმე ტექნიკა მუშაობას და ტერიტორიის გაწმენდას აგრძელებს. დღეს დილიდან სოფელში მუშაობა დაიწყეს "ენერგო პრო ჯორჯია"-სა და "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს თანამშრომლებმა.

 იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, 6-7 თებერვალს, რეგიონში 100-ზე მეტ ადგილზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესი. უსაფრთხოების მიზნით, იმერეთის 5 მუნიციპალიტეტიდან 35 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. ოჯახები ტერიტორიებზე იმ დრომდე ვერ დაბრუნდებიან, ვიდრე სპეციალისტები კონკრეტულ ადგილებს არ შეისწავლიან და მათ უსაფთხოებასთან დაკავშირებით დასკვნებს არ მოამზადებენ. 

სოფელ ნერგეეთში, მთიდან წამოსულმა მეწყერმა 4 საცხოვრებელი სახლი მიწაში ჩაიტანა. მეწყერი იყო ვანის სოფელ ტობანიერში, სადაც 8 ოჯახის ევაკუცია გახდა საჭირო. ოჯახების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მოხდა ხარაგაულისა და ჭიათურის სოფლებიდან. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები