რას ითვალისწინებს გეგმური ამბულატორია 0-5 წლის ბავშვებისთვის?
100%-ით ფინანსდება:
ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები;
ექიმ - სპეციალისტების მომსახურება:
◾ ენდოკრინოლოგი
◾ გინეკოლოგი
◾ უროლოგი
◾ ოფთალმოლოგი
◾ ნევროლოგი
◾ კარდიოლოგი
◾ ოტორინოლარინგოლოგი
◾ ქირურგი
კლინიკურ - ლაბორატორიული გამოკვლევები:
◾ სისხლის საერთო ანალიზი
◾ შარდის საერთო ანალიზი
◾ გლუკოზა პერიფერიულ სისხლში
◾ კრეატინინი
◾ ქოლესტერინი სისხლში
◾ შრატში ლიპიდების განსაზღვრა
◾ განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე
◾ პროთრომბინის დრო
◾ ჰემოგლობინი
◾ ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST)
◾ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH)
ინსტრუმენტული გამოკვლევები:
◾ ელექტროკარდიოგრაფია
◾ საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია
◾ შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია
◾ გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია
◾ ძვლების რენტგენოგრაფია
80% - ით ფინანსდება კომპიუტერული ტომოგრაფია;
სრულად ფინანსდება, ექიმის მიერ დანიშნული, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ეპილეფსიისა და პარკინსონის ქრონიკული მედიკამენტები.
გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად:
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პირი რეგისტრირებული უნდა იყოს მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვის ცენტრში/პოლიკლინიკაში
მიმართეთ ოჯახის/სოფლის ექიმს. სამედიცინო სერვისის მისაღებად, მისი დანიშნულება აუცილებელია.