რეკლამა

თერჯოლაში მდინარეში 4 ადამიანი დაიხრჩო

თერჯოლაში მდინარეში 4 ადამიანი დაიხრჩო

უბედური შემთხვევა თერჯოლაში. 

სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში 4 ადამიანი დაიხრჩო. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო "ტოპნიუსი"-სთვის არის ცნობილი, გარდაცვლილები მამა-შვილი და გოგონას კლასელები არიან. 

"გარდაცვლილები თერჯოლის და ჭიათურის მკვიდრები არიან. ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონა სოფელ ზედა საზანოს მკვიდრია. ის ჭიათურაში სწავლობდა სკოლაში. მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ კლასელები. როგოორც ცნობილია, ჩანჩქერზე ერთ მათგანს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა, რის შემდეგაც მისი შველა დანარჩენებმა გადაწყვიტეს. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავებული საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება,"-განუცხადეს "ტოპნიუსს".

"ზედა სა­ზა­ნო­ში, მდი­ნა­რე ძუ­სა­ში დღეს 4 ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო. ამ ეტაპ­ზე ოთხი­ვეს გვა­მი ნა­პოვ­ნია. ახლა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ვარ. რა მოხ­და, რო­გორ მოხ­და, ზუს­ტად არ ვიცი. და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან გო­გო­ნა და მამა და ამ გო­გო­ნას 2 თა­ნაკ­ლა­სე­ლი. რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მაქვს, ის ბავ­შვე­ბი ჭი­ა­თუ­რის პირ­ვე­ლი სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი მდი­ნა­რე­ზე სუ­რა­თებს იღებ­დნენ, მეტი არა­ფე­რი ვიცი" - ამ­ბობს თერჯოლის მერი მანუჩარ რო­ბა­ქი­ძე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები