TOPNEWS » მთავარი თემა » "არა რუსულ კანონს"-ქუთაისში აქცია დაიგეგმა

"არა რუსულ კანონს"-ქუთაისში აქცია დაიგეგმა

"არა რუსულ კანონს"-ქუთაისში აქცია დაიგეგმა

12 აპრილს, 13:00-ზე, კოლონადებთან (ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორია)  ქუთაისის სამოქალაქო სექტორისა და მედიის ორგანიზებით აქცია "არა რუსულ კანონს!" გაიმართება. 

"საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, კანდიდატის სტატუსის ფონზე, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია. ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას.  რუსული კანონის მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი,"-ნათქვამია აქციის ანონსში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu