რეკლამა

ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები სწავლას აშშ-ს, კანადის, საფრანგეთის, გერმანიისა და თურქეთის სამხედრო აკადემიებში აგრძელებენ

ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები სწავლას აშშ-ს, კანადის, საფრანგეთის, გერმანიისა და თურქეთის სამხედრო აკადემიებში აგრძელებენ

კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. ლიცეუმის წარმომადგენლები სამტრედიისა და ხონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებმა და კადეტებმა პრეზენტაციის ფორმატში მიაწოდეს მოსწავლეებს  ინფორმაცია ლიცეუმში მიღების, სწავლებისა და ცხოვრების პირობების შესახებ. ხაზგასმით ისაუბრეს ლიცეუმის გამორჩეულ და განსაკუთრებულ გარემოებებზე. 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ლიცეუმის წარმომადგენლებმა მოსწავლეთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. დამსწრეთაგან ზოგიერთმა მოსწავლემ ლიცეუმში ჩარიცხვის სურვილიც გამოთქვა. 

"ლიცეუმი 6 მარტს, მორიგ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს წყალტუბოსა და თერჯოლის სკოლების მოსწავლეებთან. ლიცეუმში მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ასრულებენ ცხრა კლასს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ლიცეუმი დაიწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ლიცეუმის ოფიციალურ გვერდებზე. 

ლიცეუმი პანსიონის ტიპის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სწავლა მიმდინარეობს საშუალო საფეხურზე. ლიცეუმში კადეტების სწავლება და ცხოვრება სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. 

ლიცეუმში არსებული სასწავლო გარემოს დახმარებით ბოლო რამდენიმე წელია კურსდამთავრებულთა დაახლოებით 50% იღებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ასევე კურსდამთავრებულები სპეციალური მოსამზადებელი კურსების მეშვეობით სწავლას აგრძელებენ აშშ-ს, კანადის, საფრანგეთის, გერმანიისა და თურქეთის სამხედრო აკადემიებში,"-აცხადებენ სამხედრო ლიცეუმში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები