TOPNEWS » მთავარი თემა » სახალხო დღესასწაული ვანში-როგორ ჩაიარა “ვანელობა 2025”-მა?
სახალხო დღესასწაული ვანში-როგორ ჩაიარა “ვანელობა 2025”-მა?

ვანში სახალხო დღესასწაულის ტრადიცია გრძელდება.
“ვანელობა 2025”-ის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში ყველა თაობის ადამიანის ინტერესებზე მორგებული სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილი იყო ფოტოზონები, ასევე ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს შემოდგომის ნობათთან ერთად, ხელნაკეთი ნივთები ჰქონდათ წარმოდგენილი.
“ვანელობა 2025”-ს ფარგლებში, საზეიმო ღონისძიება ვანის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებამ და კონცერტმა დაასრულა. სამომავლოდ ვანის ადგილობრივი ხელისუფლება “ვანელობის” კიდევ უფრო მასშტაბურად აღნიშვნას გეგმავს.