ქუთაისში მორიგი აქცია გაიმართა, სადაც გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეები ჯერ ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ მსვლელობით "ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისისკენ დაიძრნენ.
მათი თქმით, კანონის ქართული და უცხოური ვერსიები წაკითხული აქვთ და დარწმუნებული არიან, რომ მოცემული კანონი ქვეყანას არ გამოადგება.
აქციის მონაწილეების თქმით, დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება კანონს მალე გაიწვევს. მათ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ხელისუფლებიდან წასვლისკენ
მოუწოდეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბრძოლით არ დაიღლებიან.