რეკლამა

მესტიის მერია საკუთარ მოსახლეობას აფრთხილებს

მესტიის მერია საკუთარ მოსახლეობას აფრთხილებს

მესტიის მერია საკუთარ მოსახლეობას მიმართავს და ელექტროენერგიის მოხმარების დაზოგვისკენ მოუწოდებს.

"დაბა მესტიის ცენტრის ნაწილის მცხოვრებთა საყურადღებოდ!

 სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, დაბა მესტიის N212154 ტრანსფორმატორზე კატასტროფულად გაზრდილი ტვირთის გამო საშიშროება გვაქვს ტრანსფორმატორი კვლავ გადაიწვას. აღნიშნული ტრანსფორმატორი, რომელიც დაერთებულია ეგხ "ფიდერი - ჰაწვალი 1"-ზე, ფარავს დაბა მესტიის ცენტრის ნაწილს, მათ შორის 20-მდე კერძო მოსახლეს, საჯარო დაწესებულებს, კვებისა და სასტუმრო ობიექტებს, კერძო ბიზნესის ოფისებს.

შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ბოლოს გაზრდილი ტვირთის გამო აღნიშნული ტრანსფორმატორი დაიწვა და სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ დაჩქარებულ ვადებში მოხდა ახალი ტრანსფორმატორის შეძენა და ჩანაცვლება.

აღნიშნული ტრანსფორმატორის აბონენტებს მოგმართავთ თხოვნით, შეძლებისდაგვარად დაზოგეთ ელექტროენერგიის მოხმარება, ვინაიდან ტრანსფორმატორის ხელახლა გადაწვის შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება გაურკვეველი დროით შეუძლებელი იქნება,"-აცხადებენ მესტიის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები