რეკლამა

ხარაგაულის მერმა “საპატიო ხარაგაულელები” დააჯილდოვა

ხარაგაულის მერმა “საპატიო ხარაგაულელები” დააჯილდოვა

ხარაგაულში, სახალხო დღესასწაულზე, “საპატიო ხარაგაულელების” დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა. 

ცენტრალურ პარკში ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 12 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა.

მერის ბრაძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭათ:

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს, პაატა  კვიჟინაძეს

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, თსუ პროფესორს, კონფლიქტის ანალიზის და მართვის ინსტიტუტის დირექტორს, გუგული მაღრაძეს

რაგბის კავშირში სამეთვალყურეო კომიტეტის თავმჯდომარეს,  გოჩა მაჭავარიანს

ა(ა)იპ ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ მეეზოვეს, ავთო ლომსაძეს

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს,  სოფიო წიქარიშვილს

ღვაწლმოსილ რკინიგზელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, ვახტანგ ტალახაძეს

ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორს, ეთერ პაპავას

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ამირან ოქრომჭედლიძეს

ექიმ ნევროლოგს, ექიმ ფთიზიატრს, სოფელ ბაზალეთის საექიმო ამბულატორიის ოჯახის ექიმს,  ქეთევან აბრამიშვილს

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსის მოადგილეს,  ტარიელ ხიჯაკაძეს

მეტყევე - რეინჯერს გელა ტალახაძეს
 
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ზურაბ ორჯონიკიძეს

კობა ლურსმანაშვილმა, საპატიო ხარაგაულელები საზოგადოებას რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელთან, იზა ვეფხვაძესთან ერთად,  წარუდგინა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები