TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი 2025" გაიხსნა

ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი 2025" გაიხსნა

ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი 2025" გაიხსნა

ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის  სახვითი ხელოვნების გალერეაში, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი 2025" გაიხსნა.

 ღონისძიების გახსნაში მონაწილეობდნენ: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ნინო მეტრეველი, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები, ფესტივალის ორგანიზატორები.

“ქარავანსარაის" პროგრამები საქართველოში 2002 წლიდან ტარდება სხვადასხვა ფორმატის არტ-აქტივობების სახით.    "ქარავან არტ ფორუმის"  ორგანიზატორია თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია და  2022 წლიდან ყოველწლიური ფესტივალის სახით არსებობს.

2025 წლის ფესტივალის  მხარდამჭერები არიან ქალაქ ქუთაისის მერია და საქართველოს კულტურის სამინისტრო, პარტიორები კი,  MOMus-  სალონიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (საბერძნეთი) და აპოლონია - ევროპული მხატვრული პროგრამები სტრასბურგიდან (საფრანგეთი). 

“ქარავან არტ ფორუმის" ფარგლებში გაიმართება გამოფენები, კონფერენციები, სემინარები და მასტერ კლასები,  კულტურული და პროფესიონალური შეხვედრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მხატვრების, ფოტოხელოვანების, ხელოვნებათმცოდნეების და კურატორების მონაწილეობით.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu