რეკლამა

როგორ იგეგმება ამბროლაურის აგრარული ბაზრის კეთილმოწყობა?

როგორ იგეგმება ამბროლაურის აგრარული ბაზრის კეთილმოწყობა?

ამბროლაურში აგრარული ბაზრის კეთილმოწყობა იგეგმება. სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანიის გამოვლენის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს მდინარე კრიხულას მარცხენა  სანაპიროზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული აგრარული ბაზრის ტერიტორიის რეაბილიტაცია -კეთილმოწყობას,  არსებული დახლების ჩანაცვლებას თანამედროვე კეთილმოწყობილი დახლებით, ამორტიზებული შენობა -ნაგებობის, ელექტრო გაყვანილობის და გათბობის ქსელის რეაბილიტაციას. ასევე , ადაპტირდება გარემო შშმ პირთა გადაადგილებისათვის და მოეწყობა  მცირე საპარკინგე ტერიტორია.

პროექტის სატენდერო ღირებულება 490 122 ლარს შეადგენს.

“აგრარული ბაზრის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია ახალ სიცოცხლეს შესძენს ქალაქის ცენტრს და  მნიშვნელოვნად  გაზრდის  ეკონომიკურ და სოციალურ როლს,”-აცხადებენ ამბროლაურის მერიაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები