TOPNEWS » მთავარი თემა » სამტრედიაში სამედიცინო ინვენტარის, აპარატურისა და სახარჯი მასალის საწარმო გაიხსნა

სამტრედიაში სამედიცინო ინვენტარის, აპარატურისა და სახარჯი მასალის საწარმო გაიხსნა

სამტრედიაში სამედიცინო ინვენტარის, აპარატურისა და სახარჯი მასალის საწარმო გაიხსნა

სამტრედიაში კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა. 

სამტრედიაში, სამედიცინო ინვენტარის, აპარატურისა და სახარჯი მასალის საწარმო LINEMA ოფიციალურად გაიხსნა.
 
ქართული სამედიცინო წარმოების ხაზი სამედიცინო ავეჯის წარმოების ფართო სპექტრს მოიცავს. 

ყოფილი ჩაის ქარხანის ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ადგილობრივების დასაქმების პერსპექტივით, კიდევ ერთი საწარმოს გახსნა და აღჭურვა გრიბოედოვის ქუჩის საინვესტიციო-ინდუსტრიულ პოტენციალს უფრო მიმზიდველს ხდის.

სამედიცინო საწარმოს გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე. 

"მნიშვნელოვანია, რომ სამტრედიაში გაიხსნა სამედიცინო აღჭირვილობის მწარმოებელი ქარხანა. დასაქმდა 15-მდე ადგილობრივი მცხოვრები. კომპანია გეგმავს განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების პრობლემის მოგვარებას. ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის მზად ვართ ასეთ გამოწვევას ხელი შევუწყოთ,"-განაცხადა დავით ბახტაძემ.

კონკრეტული მიმართულების პროფესიონალურ ცოდნაში რამდენიმე წამყვანი მსგავსი პროფილის თურქული კომპანია ფიგურირებს, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ეტაპობრივ განვითარებას. 

კომპანია წარმოადგენს პირველ სამედიცინო წარმოების ხაზს საქართველოში. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, გამოყენების სფერო იქნება ყველა სამედიცინო მიმართულება- ამბულატორიული თუ ჰოსპიტალური.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu