TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისი მე-16 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს "თეატრალურ იმერეთს" მასპინძლობს

ქუთაისი მე-16 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს "თეატრალურ იმერეთს" მასპინძლობს

ქუთაისი მე-16 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს "თეატრალურ იმერეთს" მასპინძლობს

 ქუთაისი მე-16 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს "თეატრალურ იმერეთს" მასპინძლობს.

 ფესტივალის გახსნას ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო  რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ფესტივალის წარმდგენები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქუთაისის მერია, საქართველოს თეატრალური საზოგადოება, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები.

საფესტივალო სპექტაკლებს წარმოადგენენ პროფესიული და სახალხო თეატრალური დასები საქართველოდან და  აზერბაიჯანიდან.

საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლით "იმერული რექვიემი“.  ფესტივალი 2 ივლისს  დაიხურება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu