რეკლამა

"ევროპა ჩვენი სახლია" არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაწყვეტისკენ მოუწოდებს

"ევროპა ჩვენი სახლია" არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაწყვეტისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" არასამთავრობო და მედია ორგანიზციებს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე  უარის თქმისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ განცხადებას ორგანიზაციის დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი არასამთავრობოებისა და მედია ორგანიზაციების მიერ ქუთაისის მაჟორიტარ ზაზა ლომინაძის მისამართით ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ აკეთებს. 

"იმერეთში მოქმედმა არასამთავრობო ორგანოზაციებმა და თბილისში რეგისტრირებული სუბიექტების ადგილობრივმა წარმომადგენლობებმა რუსული კანონის აქტიურ მხარდამჭერს, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს "ქართული ოცნებიდან"- ზაზა ლომინაძეს ღია წერილით შეხვედრა თხოვეს კონსტრუქციული დიალოგისთვის.

თხოვნაზე ხელმოწერა ჩვენთვის (ა/ო "ევროპა ჩვენი სახლია") არ შემოუთავაზებიათ, ალბათ წინასწარ ადვილად გამოსაცნობი პასუხის, უდროობის, გულმავიწყობის, ან სხვა უფრო რთულად გამოსაცნობ მიზეზთა გამო. 

ამიტომ, მოკლედ, საჯაროდ, აქვე გამოვთქვამ ამ საკითხზე მოსაზრებას.

მას შემდეგ, რაც ე.წ. "ქართული ოცნების" მიერ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების იგნორირებით, რუსული კანონი ქვეყნის საგარეო ორიენტირის რუსეთისკენ შეტრიალების მიზნით ერთი წლის თავზე მეორედ დაინიცირდა, სრული თვითლუსტრაციის ფონზე სახელმწიფო ინტერესების ღალატის დეკლარირება მოახდინა ივანიშვილის ჯგუფმა.

მოღალატეებს (83 დეპუტატი) "ბატონო"-თი არ მიმართავენ. შესაბამისად, წერილის პირველივე წინადადება ჩვენთვის ვერ იქნებოდა მისაღები.  რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედების სავარაუდო ახსნას გზიდან გადახვეული ხელისუფლების ენა ტკბილად მოუბრობით მორჯულების შესაძლებლობის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, მოკლევადიანი ილუზია მგონია, თუმცა  თქვენი უფლებაა, მაგრამ შედეგის მიღწევის რეალისტურ, პრაქტიკულ გზებსაც თუ განიხილავთ, ჩვენი შემოთავაზება იქნებოდა წერილის ხელმომწერთა იმ ნაწილის მიერ ყველა სათანამშრომლო ფორმატის დემონსტრაციული დატოვება, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ გარკვეულ კავშირებს ცენტრალურ, თუ ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

ამ მძიმე ვითარებაში, მწვადის და შანფურის გადარჩენის შანსი მინიმალურია, ერთ- ერთი დარჩება. ახლა, სახელმწიფო ინტერესებისთვის ბრძოლაში გულწრფელობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! გააუქმეთ მემორანდუმები რუსულ ხელისუფლებასთან;
დატოვეთ სათანამშრომლო ფორმატები; შეწყვიტეთ პროექტები, რომლებსაც თვითმმართველობასთან ერთად აკეთებთ. უთხარით უარი რუსულ ხელისუფლებას სრულად და არა მოზომილად. რუსეთი მტერია! ევროპა ჩვენი სახლია!,"-წერს თორნიკე ბარათაშვილი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები