ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების“ ფარგლებში ნახახულევის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება არსებულ სპორტულ მოედანს, მოეწყობა სარბენი ბილიკი, ბავშვთა სათამაშო მოედანი, სატრენაჟორო სივრცე და დასასვენებელი სკვერი.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ინკლუზიურია და სრულად არის მორგებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე.
პროექტს ევროკავშირი საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის მერია და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი.“