ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საკადრო ცვლილებებია. რექტორის შემდეგ, სასწავლებელი კანცლერმაც დატოვა.
"დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველი კურსდამთავრებულები გამოუშვა! მეამაყება ის მიღწევები, რაც პანდემიის დროს გახსნილ, სამხრეთ კავკასიის უმსხვილეს საუნივერსიტეტო ქალაქს აქვს დღეისათვის. ჩემი ხუთწლიანი მუშაობა KIU-ში ამით დასრულდა.
დიდი მადლობა ჩვენ გუნდს დაუღალავი შრომისთვის და მრავალი გამოწვევის ღირსეულად და წარმატებით გადალახვისთვის. წარმატებები KIU-ს პირველ კურსდამთავრებულებს!
მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას ადამიანური კაპიტალის და საერთაშორისო განვითარების მიმართულებით. იმედი მაქვს კიდევ მრავალ საინტერესო და სასარგებლო პროექტს განვახორციელებ მომავალში,"-წერს მაგდა მაღრაძე.