გურიასა და იმერეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სათბობი შეშა დაურიგდება

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 140 ტონა გაგზავნილი პროდუქტი გურიის მხარის სამ მუნიციპალიტეტში და 40-მდე ტონა იმერეთის მხარის ექვს მუნიციპალიტეტში განაწილდა და მოსახლეობას გადაეცა.
გურიის რეგიონში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა საშეშე რესურსითაც მოამარაგა. ეროვნული სატყეო სააგენტო-მ, რეგიონში ჯამში, 1200 კუბური მეტრი სათბობი შეშა გააგზავნა.
სათბობი მერქანი გურიის რეგიონის „საქმიან ეზოებში“ გადანაწილდა, საიდანაც რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მომარაგდა.
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ჩართულია დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)-ს 30-მდე რეინჯერი შესაბამისი მაღალი გამავლობის მანქანებით და ბურანებით. რეინჯერები, საჭიროებისამებრ, ახდენენ მოსახლეობის ტრანსპორტირებას, ასევე ჩართულნი არიან სტიქიის ზონის დრონებით მონიტორინგის პროცესში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი-ის ეკიპაჟები ჩართულები არიან როგორც მოქალაქეთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფაში, ასევე ახორციელებენ მედიკამენტებითა და სურსათით მომარაგებას.