TOPNEWS » მთავარი თემა » გელათში არსებული დროებითი გადახურვის მოხსნა გაზაფხულზე იგეგმება

გელათში არსებული დროებითი გადახურვის მოხსნა გაზაფხულზე იგეგმება

გელათში არსებული დროებითი გადახურვის მოხსნა გაზაფხულზე იგეგმება

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული დროებითი გადახურვის მოხსნა გაზაფხულიდან დაიწყება. 

საპატრიარქოს ინიციატივით შექმნილი რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრები დღეს გელათში იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ლოჯისტიკური სამუშაოები მონასტრისთვის ერთიანი დროებითი გადახურვის მოსამზადებლად.

კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ პროექტი, რომლის საფუძველზეც გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს, იუნესკოში არის გადაგზავნილი.

ლორთქიფანიძის თქმით, მონასტრის გადახურვა გაზაფხულზე დაიწყება. სწორედ ამ დროს მოიხსნება არსებული დროებითი გადახურვა, რომელიც დაზიანებული ფრესკების გამოშრობას უშლის ხელს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu