ხმაური იყო ხარაგაულის საკრებულოში, სადაც საბიუჯეტო ცვლილებებს განიხილავდნენ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხარაგაულის საახალწლო მორთულობისთვის 300 000 ლარის გამოყოფა გააპროტესტა. მათი თქმით,
ხარაგაულში სოციალური პრობლემებია და 300 000 ლარამდე საახალწლო ღონისძიებებისთვის არ უნდა დაიხარჯოს.
საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიები საკრებულოზე მერის მოადგილემ წარადგინა.
ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, გამოყოფილი თანხა მიზნობრივად იხარჯება და მიმდინარე წელს მრავალფეროვანი ღონისძიებები იგეგმება, რისთვისაც თანხა ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოყო. სხდომაზე დაპირისპირების გამო შესვენება გამოცხადება გახდა საჭირო.
ვარლამ ჭიპაშვილმა უსაფუძვლო უწოდა ბრალდებებს და განაცხადა, რომ ოპოზიციას ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებების გამართვა არ უხარია.