რეკლამა

რაჭის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს

რაჭის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა. 

 აღნიშნული თანამდებობა ბერდია ჩანქსელიანმა დაიკავა, რომელიც 2021 წლიდან 2023 წლამდე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ბერდია ჩანქსელიანი პროფესიით- სამართალმცოდნეა. აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება, როგორც საჯარო სამსახურში, ისე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

"აღსანიშნავია, რომ მოადგილის პოზიციას იკავებს ადამიანი, რომელიც არის ლენტეხიდან. ვფიქრობ, ადგილობრივი კადრის დანიშვნა კიდევ უფრო გაზრდის მხარეში მიმდინარე პროცესების ეფექტურ მართვას. დარწმუნებული ვარ, რომ ბერდია ჩანქსელიანი თავის მრავალწლიან, გამოცდილებას და დაგროვილ ცოდნას სასიკეთოდ მოახმარს ჩვენს რეგიონს. შრომით, მეტი ენთუზიაზმით და ერთმანეთის გვერდში დგომით ჩვენ შევძლებთ რეგიონის განვითარებისათვის წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას,"-აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები