საქართველოს ხელოსნური მემკვიდრეობა-აღნიშნული სახელწოდებით ამერიკულ გამოცემაში სტატია დაიბეჭდება.
DMO იმერეთმა მასპინძლობა გაუწია, იმერეთში სამუშაო ვიზიტით მყოფ, ამერიკის ერთ-ერთი რეიტინგული გამოცემის ,,Forbes USA” ჟურნალისტს სტეფან რაბიმოვსა და მის გუნდს.
ჟურნალისტები იმერეთის
ღირსშესანიშნაობებთან ერთად, კულტურულ მემკვიდრეობას, იმერულ სამზარეულოსა და ტრადიციებს გაეცნენ. მათ ასევე მოინახულეს იმერული ტრადიციული რეწვისა და დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა სახელოსნოები და ხის გადამამუშვებელი საამქრო "მადერა".
"აღნიშნული მედიატურის შედეგად ,,Forbes USA”-ს გამოცემაში დაიბეჭდება სტატია "Artisanal heritage of Georgia”-საქართველოს ხელოსნური მემკვიდრეობა,"-აცხადებენ DMO იმერეთში.