ქუთაისში საერთაშორისო ფოტოკონკურსის „ილო 2025“-ის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
ქუთაისში საერთაშორისო ფოტოკონკურსის „ილო 2025“-ის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
საერთაშორისო ფოტოკონკურსის ,,ილო 2025“-ის გამარჯვებულები გახდნენ:
ძირითადი თემა ,,პროფესია პორტრეტში“:
I ადგილი - ელენე კურტანიძე;
II ადგილი - ნინო კაკაბაძე;
III ადგილი - ვარლამ ფესტვენიძე.
რუბრიკაში „ქალაქის ურბანული რიტმი“:
I ადგილი - პაატა ნემსწვერიძე;
II ადგილი - დავით მირზაშვილი;
III ადგილი - გიორგი კილაძე.
გამარჯვებულებს დიპლომებთან ერთად გადაეცათ ფულადი პრემიები, I ადგილის მფლობელებს - ფოტოაპარატის გამოსახულებიანი მინი-ქანდაკება, II და III ადგილის მფლობელებს კი “ილოს“ გამოსახულებიანი მინი-ქანდაკება.
ფოტოკონკურსი უკვე 19 წელია ტარდება, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით და მასში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ფოტოხელოვანები მონაწილეობენ.

















