რეკლამა

რა მდგომარეობაა ხონის სოფელში, სადაც მეწყერის საფრთხე იყო?

რა მდგომარეობაა ხონის სოფელში, სადაც მეწყერის საფრთხე იყო?

ხონში, სოფელ სუხჩეში ლეფილიების უბანთან დამაკავშირებელი 1 კილომეტრამდე სასოფლო გზის რეაბილიტაცია/ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გზის ეს მონაკვეთი არასოდეს ყოფილა კაპიტალურად მოწყობილი და საკმაოდ რთული მონაკვეთია.

"ჩვენი პრიორიტეტი სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა და ამ მიზნით ვცდილობთ  მოვიცვათ ყველა დასახლებული ადგილი. გზის ეს მონაკვეთი საკმაოდ რთულ რელიეფს მოიცავს, ძლიერი წვიმის შედეგად მუდმივად ხდება გზის ჩამორეცხვა. ერთის მხრივ, საუბნო გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას ვახორციელებთ, მეორეს მხრივ რელიეფის გამაგრებით ღონისძიებებს ვგეგმავთ, რომ მომავალში არ განვითარდეს მეწყრული პროცესები,"-განაცხადა ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ.

მშენებლობის პროცესს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. "ელ თი ბი" ახორციელებს და სამუშაოების 50 % უკვე შესრულებული აქვთ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები