თერჯოლის სოფელ ზედა საზანოს სკოლაში პედაგოგი გარდაიცვალა

თერჯოლის სოფელ ზედა საზანოს სკოლაში პედაგოგი გარდაიცვალა

თერჯოლის სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლაში პედაგოგი გარდაიცვალა. 

"გლოვობს ზედა საზანოს საჯარო    სკოლა. ტირის ყველა -  მოსწავლე და მასწავლებელი. მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო შენი გარდაცვალება, არჩილ! 

სულ ახალგაზრდამ შემოაღე მშობლიური სკოლის კარები და ამ მცირე ხნის განმავლობაში, მრავალი   თაობის მეგობარმა და თანამდგომმა, მოსწავლეთა დიდი სიყვარული მოიპოვე.      

"ჩვენთვის მარტო მასწავლებელი არ იყავით"; "როგორი კეთილი ადამიანი იყავით";  "რამდენი  ტკბილი მოგონება დამიტოვეთ"; "გული ჩამწყვიტეთ" - ვკითხულობთ შენი აღზრდილების ამ გულწრფელ სიტყვებს და ვგრძნობთ, რომ მათთვის მუდამ საყვარელ აჩიკო მასწავლებლად დარჩებით.
  
ყოველთვის გაგიხსენებთ როგორც კარგ კოლეგას, ნიჭიერ ახალგაზრდა პედაგოგს, სანდო და საიმედო მეგობარს. 
  
გამძლეობას ვუსურვებთ შენს გამწარებულ დედას და მეუღლეს, მცირეწლოვან, უმწეო ობლებს კი მამის კვალზე სვლას და ღირსეულ პიროვნებებად აღზრდას!               

ადამიანებში დათესილმა სიკეთემ და სიყვარულმა გაგინათოს სასუფევლისკენ სავალი გზა. საგანმანათლებლო რესურსცენტრი თანაუგრძნობს სკოლას და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს,"-ნათქვამია სამძიმრის წერილში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები