თერჯოლის მერია 14 სხვადასხვა სახის სოციალურ პროგრამას აფინანსებს, რომელთა წლიური ბიუჯეტი 1 704 000 ლარს შეადგენს.
მერიის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში სოციალური დახმარების პროგრამებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 1749 მოქალაქემ უკვე ისარგებლა.
აღნიშნული პროგრამებია:
მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა
სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა
ახალშობილთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა
უკიდურესად გაჭირვებული და მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების საკვები პროდუქტებით მხარდაჭერის პროგრამა
პირველი ჯგუფის უსინათლოთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამა
უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ბენეფიციარების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა
ეპილეფსიით და პარკინსონით დაავადებულ ბენეფიციართა სოციალური მხარდაჭერის პროგრამა
დიალეზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებულ ბენეფიციართა მხარდაჭერის პროგრამა
უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა
სახლდაზიანებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა
ფენილკეტონურიით და 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულ პირთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამამარტოხელა მშობლის სოციალური მხარდაჭერის პროგრამა
18 წლამდე შშმ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურეობის თანადაფინანსების პროგრამა
უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურეობის პროგრამა.