საია იცავდა პაციენტის ინტერესებს, რომელსაც ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურება პროტოკოლის მოთხოვნათა დარღვევით და ინფორმირებული თანხმობის უგულებელყოფით გაუწიეს-ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია ინფორმაციას თავად ავრცელებს.
"ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა საქმის განხილვისას მიიჩნიეს, რომ სამედიცინო პერსონალის მართლსაწინააღმდეგო უმოქმედობამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, ასევე მას წაერთვა მომავალში ბიოლოგიური შვილის ყოლის შესაძლებლობა, რადგან მისი ინფორმირებული თანხმობის გარეშე ამოკვეთეს ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ორგანოები.
მოპასუხეს პაციენტის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა,"-აცხადებენ საია-ში.