TOPNEWS » მთავარი თემა » ვანის სოფლების მოსახლეობა პროექტებს არჩევს

ვანის სოფლების მოსახლეობა პროექტებს არჩევს

ვანის სოფლების მოსახლეობა პროექტებს არჩევს

ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე ბზვანის, ინაშაურის, ამაღლების, რომანეთის და საპრასიის მცხოვრებლებს შეხვდა.

ვლადიმერ ხელაძემ  ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შოთა დიასამიძესთან ერთად, სოფლების მცხოვრებლებისგან მოისმინა ინფორმაცია, თუ რომელი პროექტების განხორციელება  აღნიშნულ  ადმინისტრაციულ ერთეულებში პრიორიტეტს წარმოადგენს.

შეხვედრაზე რამდენიმე პრიორიტეტული  მიმართულება დასახელდა, მათ შორის, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სასაფლაოების შემოღობვა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და წყაროს კეთილმოწყობა. 

შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში გაიმართა და მას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu