რეკლამა

საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან ჩამოვიდა

საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან ჩამოვიდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას აქვეყნებს.

"გვახსოვს პესიმისტური პროგნოზები მაისის თვეში და ანგაჟირებული პირების მხრიდან მიზანმიმართული ცრუ კამპანია ქვეყანაში ტურიზმის “გაჩერების” შესახებ. ამის ფონზე კი, ვხედავთ, რომ ტურიზმის და ავიაციის სექტორში ძალიან კარგი შედეგებია და სექტორი აგრძელებს მდგრადად ზრდა - განვითარებას.

შედეგები კი ასეთი გვაქვს:

I-II კვარტლის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტის რაოდენობა  13.3% -ით გაიზარდა. ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიიდან დაფიქსირდა - ზრდა 24.3%;

გარდა ამისა, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან  ვიზიტორების რაოდენობა 38.8%-ით გაიზარდა;

ჯამში, იანვარ-ივნისის პერიოდში 2 123 816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა,  რაც 2023 წელთან შედარებით  10%-იან ზრდას შეადგენს.

მეორე კვარტლის მონაცემებით,  2024 წელს მგზავრთნაკადში 25%-იანი (1,426,499 მგზავრი), რეისების რაოდენობაში კი  31%-იანი  (6,075 რეისი) ზრდა ფიქსირდება.

ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია ასევე ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის მიმართულებით - მიმდინარე წლის  6 თვეში  საქართველოს აეროპორტები  3 204 833 მგზავრს და 14 127 რეისს მოემსახურა. 2023 წლის იანვარ-ივნისთან მიმართებაში მგზავრთნაკადის ზრდა 30%-ს, ავიარეისების ზრდა კი  33% -ს შეადგენს,"-წერს მინისტრის მოადგილე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები