TOPNEWS » მთავარი თემა » ლევან მოსეშვილი: ბრატისლავას მიმართულების დამატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავიამიმართულებების დივერსიფიკაციის კუთხით

ლევან მოსეშვილი: ბრატისლავას მიმართულების დამატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავიამიმართულებების დივერსიფიკაციის კუთხით

ლევან მოსეშვილი: ბრატისლავას მიმართულების დამატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავიამიმართულებების დივერსიფიკაციის კუთხით

2026 წლის 12 იანვრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს  ახალი ევროპული მიმართულება - ბრატისლავა ემატება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, სლოვაკეთის დედაქალაქის მიმართულების დამატება შესაძლებელი გახდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და Wizz Air-ს შორის ინტენსიური და წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად.

“ბრატისლავას მიმართულების დამატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავიამიმართულებების დივერსიფიკაციის კუთხით. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან თანამშრომლობა წლიდან წლამდე ძლიერდება, რაც საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. ბრატისლავა თავისი სტრატეგიული მდებარეობით, ევროპის შუაგულში, ბუნებრივად იქცევა რეგიონული მიმოსვლის მნიშვნელოვან ჰაბად. ქალაქი დაახლოებით 1 საათის სავალზეა ვენასთან და გამორჩეულად მარტივ კავშირს ქმნის ცენტრალური ევროპის სხვა უმნიშვნელოვანეს ქალაქებთანაც.


სწორედ ეს გეოგრაფიული უპირატესობა აძლიერებს ბრატისლავას მნიშვნელობას როგორც მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებას, ისე თანამედროვე ავიაკავშირის სტრატეგიულ ცენტრს”-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu