TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისი-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე შეზღუდვაა

ქუთაისი-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე შეზღუდვაა

ქუთაისი-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე შეზღუდვაა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

“ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო  გზის კმ133-კმ158 (სურამი-ვერტყვიჭალა) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,”-აცხადებენ დეპარტამენტში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu