რეკლამა

მთავრობა სკოლებში კვების ობიექტების მოწყობას გეგმავს

მთავრობა სკოლებში კვების ობიექტების მოწყობას გეგმავს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2024 წლის სექტემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის აღწერა ჩატარდება, რითაც გაირკვევა, რომელ სკოლაში, რა ფორმით, რა დროს არის შესაძლებელი სასკოლო კვების პროექტის დაწყება.

აღნიშნულის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„სასკოლო კვების საკითხს ჩვენ გვერდს არ და ვერ ავუვლით. 2023 წელს სამინისტროში ჩვენ სპეციალური პროგრამა შევქმენით, სპეციალური მცირე სამსახური ჩამოვაყალიბეთ და უკვე დავიწყეთ ყველა სკოლის დეტალური აღწერა. მაგალითად, კახეთის რაიონი დავასრულეთ და ვცდილობთ, რომ 2024 წლის სექტემბრამდე საქართველოს ყველა სკოლა, 2084 სკოლა აღვწეროთ. რეალურად დავდოთ სურათი, თუ რომელ სკოლაში, რა ფორმით, რა დროს არის შესაძლებელი სასკოლო კვების პროექტის დაწყება. ამიტომ, ამ კუთხით სამინისტროში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“-განაცხადა ამილახვარმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები