ცაგერში "მწვანე თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის: სცენის, ლითონის ვიტრაჟების, საგრიმიორო ოთახების. ასევე, ეწყობა საჩრდილობელი სივრცე, რაც სიახლეა და მზიან ამინდშიც შეუქმნის მაყურებელს კომფორტულ გარემოს.
მიმდინარეობს სველი წერტილების, არსებული ბილიკების, წყალმომარაგების სისტემის განახლება. შესასვლელში მოეწყობა ლითონის ახალი დეკორატიული ჭიშკარი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 357 797 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.