სამტრედიის სოფელში ავტომობილი სასაფლაოზე შევარდა

სამტრედიის სოფელში ავტომობილი სასაფლაოზე შევარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედიის სოფელ ნაფაღაურში. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სასაფლაოს ტერიტორიაზე შევარდა. 

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო, სამაშველო სამსახურის ბრიგადები და სამართალდამცავები.  

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები